ჩრდილოეთ კორეა

ჩინეთი და ჩრდ. კორეა ადასტურებენ, რომ კიმ ჩენ ინი პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა

კიმ ჩენ ინი და სი ძინპინი
NewYorkTimes

ჩინეთმა და ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურეს, რომ კიმ ჩენ ინი პირველი საგარეო ვიზიტით ჩინეთს ეწვია. ის ჩინეთში კვირას მეუღლესათან ერთად ჩავიდა და ქვეყანა გუშინ დატოვა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდა და ჩინური მედიის ინფორმაციით მათ შორის "წარმატებული მოლაპარაკებები" შედგა.

სავარაუდოდ, მოლაპარაკებებზე აპრილსა და მაისში სამხერეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯე ინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაგეგმილი შეხვედრებიც განიხილეს.

ვიზიტზე კომენტარი აშშ-მაც გააკეთა. თეთრი სახლის სპიკერის, სარა სანდერსის თქმით ეს იმის საბუთია, რომ აშშ-ის "მაქსიმალური ზეწოლის კამპანია ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგისათვის შესაფერის ატმოსფეროს ქმნის."

კომენტარები