აშშ-რუსეთი

ჰეზერ ნაუერი: რუსეთი საცეცებიანი მონსტრია ზღვის სიღრმიდან

ჰეზერ ნაუერი
CNN

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ჰეზერ ნაუერის თქმით რუსეთის სადაზვერვო მეთოდები ჰგავს "საცეცებიან მონსტრს ზღვის სიღრმიდან."

"თუ რუსეთს უერთიერთობების გაუმჯობესება სურს, პირველ რიგში უნდა აღიაროს ამ თავდასხმაში საკუთარი პასუხისმგებლობა და შეწყვიტოს უგუნურად აგრესიული ქმედებები."

"რუსეთს აქვს გრძელი ხელები: რუსეთს საცეცები აქვს. ის მონსტრია ზღვის სიღრმიდან." თქვა ნაუერმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

ნაუერის კომენტარს აშშ-ში რუსეთის საელჩო გამოეხმაურა და Twitter-ზე დაწერა, რომ მისმა განცხადებებმა ნაცისტური გერმანიის ანტი-რუსული პროპაგანდის პოსტერი გაახსენათ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საპასუხოდ ქვეყნიდან 60 რუსი დიპლომატი გააძევა და სიეტლში საკონსულო დახურა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიბაკოვის თქმით ოფიციალური მოსკოვი აშშ-ის გადაწყვეტილებას 60 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ მკაცრად უპასუხებს, თუმცა კვლავ ღია არის ვაშინგტონთან სტაბილურობის შესახებ მოლაპარაკებებისათვის. 

კომენტარები