სკრიპალის საქმე

რუსეთი ბრიტანეთს: ლიტვინენკო, პატარკაციშვილი, სკრიპალი - ჩვენს მოქალაქეებს ვერ იცავთ

"ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება კიდევ ერთხელ ვერ უზრუნველყო"- ასე ეხმიანება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის იულიას მოწამვლის საქმეს. მათ ასეთ შემთხვევებს შორის, სკრიპალთან ერთად, მოიხსენიეს ალექსანდრე ლიტვინენკოს, ბადრი პატარკაციშვილის და ბორის ბერეზოვსკის სიკვდილი.

რუსეთი დიდ ბრიტანეთს საერთაშორისო ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს და მიუთითებს, რომ ლონდონმა ისე დააბრალა რუსეთს საკუთარი მოქალაქეების მოწამვლა, რომ მტკიცებულებებიც არ წარუდგენია. რუსეთის საგარეო უწყება ამტკიცებს, რომ დასახელებული საწამლავი რუსეთში არასოდეს გამოუყენებიათ. მათი თქმით, ლონდონმა ფართომასშტაბიანი პოლიტიკური და მედია კამპანია წამოიწყო რუსეთის წინააღმდეგ. მათ გამოყვეს დიპლომატების ქვეყნიდან გაძევება და სანქციების საკითხიც.  

დიდმა ბრიტანეთმა სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. მათ მხარი დასავლეთში სხვა ქვეყნებაც აუბეს. 

შეგახსენებთ, რომ ლიტვინენკოს საქმეში პასუხისმგებლობა ასევე რუსულ სპეცსამსახურებს დაეკისრათ. 

 

კომენტარები