გენგეგმის განხილვა

შაქარიშვილი: პოლიტიკაა თუ ყოველდღიური ცხოვრება, ჩემთვის საწყისი ზნეობა და მორალია

ლიბერალი

„პოლიტიკა იქნება ეს თუ ყოველდღიური ცხოვრება, ჩემთვის საწყისი ყოველთვის არის ზნეობა და მორალი“ - თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვატო შაქარიშვილი სახალხო დამცველი განცხადებას ეხმაურება. 

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, თბილისის საკრებულოს წევრის ვახტანგ შაქარიშვილის რეპლიკა – "რა არის ეს? ბოზი ქალებივით ყვირიხართ“ - სექსისტური შინაარსისაა და ქალთა კონკრეტულ მდგომარეობას დამამცირებელ კონტექსტში მოიაზრებს.

"მარადიული ღირებულებები რომელიც კაცის მხრიდან ქალის პატივისცემას გულისხმობს ჩემთვის ბევრად უფრო ძვირფასია ვიდრე გენდერული ბალანსი თუ ის ფსევდო თანასწორობის დაზეპირებული "ღირებულებები" რომელიც ენჯეოების წიაღში საგრანტო პროგრამებით ისწავლება. ( სხვათაშორის ვაღიარებ მხოლოდ შესაძლებლობების თანასწორობას და არა ადამიანის ბუნების წინააღმდეგ მიმართულ ხელოვნურ, გენდერული გათანაბრების ფსევდოლიბერალურ პრინციპებს, თანაც ეს ტრენდი უკვე გუშინდელი დღეა მითუმეტეს იმ ფონზე როდესაც ჩვენ თვალწინ სრულიად განსხვავებული, ახალი სამყარო იქმნება) ის რომ მე ელენე ხოშტარიას, როგორც ქალს ბოდიში მოვუხადე, მიუხედავად იმისა რომ ის არ ყოფილა ჩემი სიტყვების ადრესატი, გამომდინარეობს სწორედ ქალის პატივისცემის ცოცხალი და მარადიული პრინციპისგან და არა თანასწორობისა თუ გენდერული ბალანსის დაცვის ყალბი და უსულო სტანდარტებისგან! ეს იყო ისეთივე ბუნებრივი რეაქცია როგორიც მე ადეიშვილის ხელისბიჭის, ერთი პროვოკატორი და ხელმოცარული პოლიტიკოსის ქმედებებზე მქონდა. 
P.S. ნიშანდობლივია, რომ სახალხო დამცველის მიერ ჩემი მისამართით გამოთქმულ კრიტიკაში აქცენტი იმაზე კი არ არის გაკეთებული, რომ ზოგადად ამგვარი შეურაცხმყოფელი გამონათქვამებია მიუღებელი, რაც მიუხედავად კონტექსტის გაუთვალისწინებლობისა ჩემთვის გასაგები იქნებოდა, არამედ გაკეთებულია იმაზე, რომ ამ გამონათქვამში ზოგადად ქალის კონკრეტული მდგომარეობაა თურმე დისკრიმინაციულად მოხსენიებული..... პრიორიტეტების ძალიან საინტერესო დალაგებაა.- წერს დეპუტატი facebook-ის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ვატო შაქარიშვილმა ოპოზიციას შეურაცხყოფა 27 მარტს, თბილისის გენგეგმის განხილვაზე მიაყენა. "ბოზი ქალებივით ყვირიხართ" - მიმართა ოცნების დეპუტატმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

კომენტარები