აშშ-პოლონეთი

პოლონეთი აშშ-სგან $4.75 მილიარდის ღირებულების ანტი-სარაკეტო სისტემებს შეიძენს

Reuters

პოლონეთში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანა აშშ-სგან 4.75 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების Patriot-ის ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემას შეიძენს.

"ეს არის განსაკუთრებული, ისტორიული მომენტი: ეს არის პოლონეთის შესვლა ახალი ტექნოლოგიების, თანამედროვე იარაღის და თავდაცვის საშუალებების სამყაროში." თქვა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ.

შეგახსნებთ, რომ 28 მარტს ევროკავშირმა ევროპის მასშტაბით სამხედრო ტექნიკის და პერსონალის გადაადგილების გამარტივებისათვის გეგმების არსებობის შესახებ გამოაცხადა.

"ევროკავშირში სამხედრო მობილობის ხელშეწყობით ჩვენ უფრო ეფექტურები ვიქნებით კრიზისების თავიდან აცილებაში, უფრო ქმედითი იქნება მისიები და უფრო სწრაფად მოვახერხებთ გამოწვევებზე რეაგირებას." თქვა საგარეო საქმეთა და უშიშროების სფეროში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ.

კომენტარები