დემოგრაფია

საქართველოს რეგიონები, სადაც სიკვდილიანობა შობადობას ყველაზე მეტად აღემატება

0 კომენტარი
მაღალმთიანი რაჭა ფოტო: georgia.travel

საქსტატმა 2017 წლის დემოგრაფიული მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ბუნებრივი მატება გასული 10 წლის მინიმუმამდე შემცირდა. დაბადებულთა რაოდენობა გარდაცვლილთა რიცხვს შარშან მხოლოდ 5 471-ით აჭარბებდა. რეგიონების მიხედვით კი დაბადებულთა რაოდენობა გარდაცვლილთა რაოდენობას თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, აჭარასა და ქვემო ქართლში აღემატება.

რეგიონები, სადაც 2017 წელს სიკვდილიანობა შობადობას ყველაზე მეტად აღემატება:

  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 736 გარდაცვლილი, დაბადებულებზე 115%-ით მეტი
  • გურია - 1,861 გარდაცვლილი, დაბადებულებზე 26%-ით მეტი
  • იმერეთი - 8,733 გარდაცვლილი, დაბადებულებზე 15%-ით მეტი
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 5,119 გარდაცვლილი, დაბადებულებზე 15%-ით მეტი
  • მცხეთა-მთიანეთი - 1,170 გარდაცვლილი, დაბადებულებზე 13%-ით მეტი
  • კახეთი - 4,806 გარცავლილი, დაბადებულებზე 2%-ით მეტი

რეგიონები, სადაც ბუნებრივი მატებაა:

  • აჭარა - 6,108 დაბადებული, გარდაცვლილებზე 43%-ით მეტი
  • ქვემო ქართლი - 6,693 დაბადებული, გარდაცვლილებზე 34%-ით მეტი
  • თბილისი - 14,906 დაბადებული, გარდაცვლილებზე 20%-ით მეტი
  • სამცხე-ჯავახთი - 2,178 დაბადებული, გარდაცვლილებზე, 11%-ით მეტი
  • შიდა ქართლი - 3,659 დაბადებული, გარდაცვლილებზე 6%-ით მეტი

საქართველოს მოსახლეობა 3,718,200 ადამიანს შეადგენს, რაც 2002 წელთან შედარებით 15%-ით ანუ 657,731 ადამიანით ნაკლებია. საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ყველაზე მეტად - 37%-ით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობა არის შემცირებული, დღეისთვის ამ რეგიონში მხოლოდ 32 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის შემცირება შიდა და გარე მიგრაციამ და სიკვდილიანობის ზრდამ გამოიწვია. 

საქართველოში წინა აღწერასთან შედარებით მოსახლეობის საშუალო ასაკი 2 წლით გაიზარდა და მან 38 წელი შეადგინა. რეგიონების მიხედვით ყველაზე დაბალი საშუალო ასაკი აჭარაშია და ის 35 წელს შეადგენს, ყველაზე მაღალი საშუალო ასაკი კი მოსახლეობის დაბერებისა და მიგრაციის გამო რაჭაში ფიქსირდება და ის 48 წელს შეადგენს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები