დემოგრაფია

საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ასაკობრივი ჯგუფი 25-29 წელია

benjielayug.com

თუ თქვენი ასაკი 25-დან 29 წლამდეა თქვენ საქართველოს ყველაზე მრავალრიცხოვანი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი ხართ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ეს ქვეყანაში ყველაზე მრავალრიცხოვანი ასაკობრივი ჯგუფია და მისი ზომა 279 ათას ადამიანს შეადგენს. შემდგომი ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი 30-34 წლებია. სტატისტიკის მიხედვით, მაღალია 55-59 წლის ასაკობრივი ჯგუფის ზომაც, ეს ადამიანები რამდენიმე წელში ქვეყნის სამუშაო ძალას გამოაკლდებიან და საპენსიო ასაკის მიღწევას დაიწყებენ.  სტატისტიკა ასევე 15-20 წლის წინ შობადობაში არსებულ ჩავარდნას კარგად ასახავს.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში მამაკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 68, ხოლო ქალის კი 77 წელია.

საქართველოს მოსახლეობა 3,718,200 ადამიანს შეადგენს, რაც 2002 წელთან შედარებით 15%-ით ანუ 657,731 ადამიანით ნაკლებია. 

საქართველოში წინა აღწერასთან შედარებით მოსახლეობის საშუალო ასაკი 2 წლით გაიზარდა და მან 38 წელი შეადგინა. რეგიონების მიხედვით ყველაზე დაბალი საშუალო ასაკი აჭარაშია და ის 35 წელს შეადგენს, ყველაზე მაღალი საშუალო ასაკი კი მოსახლეობის დაბერებისა და მიგრაციის გამო რაჭაში ფიქსირდება და ის 48 წელს შეადგენს. 

კომენტარები