ძალოსნობა

რევაზ დავითაძემ ძალოსნობაში 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა

facebook.com/GEOWF/photos

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

რევაზ დავითაძისთვის ატაცში სამივე ცდა [156, 160, 163] წარმატებული აღმოჩნდა და პირველი ადგილი დაიკავა. მან უახლოესს მდევარს 10 კილოგრამით გაუსწრო. აკვრაში დავითაძემ ასევე სამი ცდა გამოიყენა [183, 187, 190] და ვერცხლის მედალი აიღო. ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 353 კგ. მოაგროვა და ოქროს მედალი მოიპოვა. აქედან გამომდინარე ევროპის ჩემპიონის ტიტულიც რევაზ დავითაძეს ერგო.

კომენტარები