ანტიკორუფციული სააგენტო

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ მცხეთის მერიის წარმომადგენელი დააკავა

0 კომენტარი
ფოტო: huffingtonpost

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უწყების ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ლაშა ფ. დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. 

სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეს დაპირდა, რომ მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, საერთო ჯამში 2 400 კვადრატული მეტრის, 3 მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემაში დაეხმარებოდა, რის სანაცვლოდაც, სუს-ისვე ცნობით, პირს $7 000-ის გადახდა მოსთხოვა. 

"2018 წლის 20 მარტს, ლაშა ფ-მ,  ხსენებულ მოქალაქეს, ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა, 7000 აშშ დოლარი ერთ-ერთ ბანკში, მის მიერვე მითითებულ ანგარიშზე ჩაარიცხინა. 2018 წლის 30 მარტს, ლაშა ფ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე,ბრალდებულის სახით დააკავეს,"- წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ პუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე. გამოძიებას სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო ატარებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები