ისრაელი-პალესტინა

ღაზას სექტორში ისრაელის არმიასთან დაპირისპირების შედეგად 16 ადამიანი გარდაიცვალა

Guardian

ღაზას სექტორთან პალეტინელ მომიტინგეებსა და ისრაელის ძალებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად 16 პალესტინელი დაიღუპა.

დაშავდა კიდევ 773 ადამიანი. მათ უმეტესობას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აქვს.

ათასობით პალესტინელი ღაზას სექტორის საზღვართან აქციას სახლების დაბრუნების მოთხოვნით მართავს, რომელიც მათი თქმით ისრაელმა მიიტაცა.

ისრაელის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ჯარისკაცებმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნეს, რაც აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. მათი თქმით გარდაცვლილები ისრაელის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.

პალესტინელების თქმით ისრაელის არმია არაპროპორციულ ძალას იყენებს. მათი თქმით საზღვართან ტანკები და სნაიპერები არიან მობილიზებული, ხოლო ცრემლსადენი გაზის გასაშვებად დრონებს იყენებენ.

გაერომ ინციდენტის გამოძიება მოითხოვა.

კომენტარები