დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი: აშშ სირიიდან მალე გამოვა, დაე სხვებმა მიხედონ

AP

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის ძალები სირიას "ძალიან მალე დატოვებენ."

"ჩვენ ვამარცხებთ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს. ჩვენ მალე გამოვალთ სირიიდან. დაე სხვებმა მიხედონ მას ახლა." უთხრა მან კლივლენდში შეკრებილ მხარდამჭერებს.

პრეზიდენტის განცხადების და სირიიდან ძალების გამოყვანის შესახებ დამატებით დეტალებს პენტაგონი არ ავრცელებს. ისინი აცხადებენ, რომ ფოკუსი არ შეცვლილა და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლა კვლავ ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ამჟამად აშშ-ს სირიაში დაახლოებით 2,000-მდე ჯარისკაცი ჰყავს. მათი ნაწილი სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად ქალაქ მანბიჯში იმყოფება. ქალაქ აფრინის აღების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ედოღანმა განაცხადა, რომ შემდეგ სამიზნეს სწორედ მანბიჯი წარმოადგენს და აშშ-ს მოუწოდა შეეწყვიტა "ტერორისტების" მხარდაჭერა. თურქეთი სირიის დემოკრატიულ ძალებში შემავალ ქურთულ სახალხო დაცვის შენაერთებს ქურთისტანის მუშათა პარტიის ფრთად და შესაბამისად ტერორისტულ დაჯგუფებად განიხილავს.

კომენტარები