კოსმოსური სადგური

ხვალ დედამიწაზე ჩინური კოსმოსური სადგური ჩამოვარდება

China Manned Space Agency

ჩინური კოსმოსური სადგური ტიანგონგ-1, რომელზ კონტროლი ქვეყანამ 2016 წელს დაკარგა, დედამიწაზე ხვალ ჩამოვარდება.

ჩინური კოსმოსური სააგენტოს თქმით სადგური დედამიწის ატმოსფეროში უახლოეს 24 საათში შემოვა. მათი განცხადებით სადგურის დიდი ნაწილი ატმოსფეროში შემოსვლის შემდეგ დაიწვება, თუმცა ნაწილები შესაძლოა დედამიწის ზედაპირზეც დაეცეს.

ევროპული კოსმოსური სააგენტოს თქმით, შეუძლებელია იმის განსაზღვა, თუ რა ნაწილი დაიწვება ატმოსფეროში და სად ჩამოვარდება დანარჩენი ნაწილები, რადგან ჩინეთი სადგურის შედგენილობას არ ასაჯაროვებს. მათი გათვლებით ნაწილები, სავარაუდოდ, წყნარ ოკეანეში, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას და სამხრეთ ამერიკას შორის ჩამოცვივდება და იმის შანსი, რომ ამან ადამიანების დაშავება გამოიწვიოს დაბალია.

სადგური 2011 წელს ამოქმედდა და სხვადასხვა მიზნით გამოიყენებოდა. თუმცა, 2016 წელს ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლება დაადასტურეს, რომ ჩინეთმა სადგურის კონტროლი დაკარგა.

კომენტარები