ლატვია

ლატვიის სკოლებში რუსულ ენაზე სწავლება აიკრძალება

Sputnik

ლატვიის პრეზიდენტმა, რაიმონდს ვეიონისმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში არსებულ სკოლებში რუსულ ენაზე სწავლება იკრძალება. კანონის მიხედვით სწავლება მხოლოდ სახელმწიფო ენაზე უნდა ჩატარდეს.

პრეზიდენტის თქმით ეს საშუალებას მისცემს ყველა მოსწავლეს მიიღოს ხარისხიანი განათლება და შეძლოს ცხოვრება ლატვიაში.

"ეს შექმნის ერთიან საზოგადოებას და გააძლიერებს ქვეყანას." თქვა მან.

კანონი საშუალებას უტოვებს სკოლებს ჩაატარონ კულტურულ იდენტობასთან დაკავშირებული გაკვეთილები  უმცირესობების მშობლიურ ენებზე.

კომენტარები