კოსტა-რიკა

კოსტა-რიკის ახალი პრეზიდენტი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას აპირებს

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

კოსტა-რიკის ახალი პრეზიდენტი მემარცხენე-ცენტრისტი, ყოფილი მინისტრი და მწერალი, კარლოს ალვარადო კესადა გახდა. მან ოპონენტი, ყოფილი ჟურნალისტი ფაბრიციო ალვარო მუნიოზი საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო ტურში დაამარცხა.

ალვარო კესადამ ამომრჩეველთა ხმების 61% მიიღო.

საპრეზიდენტო დებატებში ალვარო მუნიოზი ამომრჩევლებს ტრადიციული ღირებულებების აღდგენას, ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვას და აბორტის აკრძალვას ჰპირდებოდა. ალვარადო კესადამ ოპონენტის კომენტარებს ჰომოფობიური უწოდა და ამომრჩეველს ქვეყანაში ტოლერანტობის შენარჩუნებას და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას დაჰპირდა.

"ჩემი მოწოდება იქნება მთავრობის შექმნა ყველასათვის, თანასწორობით და თავისუფლებით, უფრო წარმატებული მომავლისათვის." თქვა ალვარადო კესადამ გამარჯვების აღნიშვნისას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები