უკანონო ხე-ტყე

გარემოს დაცვა: მარტში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 758 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, 2018 წლის 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 758 ფაქტი გამოავლინეს. უწყებაში აცხადებენ, რომ აქედან 31 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი ფაქტი კახეთში გამოვლინდა, ყველაზე ნაკლები კი გურიაში:

  • კახეთი - 202
  • შიდა ქართლი - 118
  • ქვემო ქართლი - 115
  • სამცხე-ჯავახეთი - 95
  • იმერეთი - 66
  • მცხეთა-მთიანეთი - 46
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 45
  • აჭარა - 34
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24
  • გურია - 13

უწყების ინფორმაციით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2572 მ³-მდე ხე-ტყე.

გარდა ამისა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის მსახურში აცხადებენ, რომ ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 78 ფაქტი დაფიქსირდა.

"ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 28 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი", - ამბობენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

კომენტარები