კრიმინალი

შსს: 2004 წელს ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართლდამცავებმა 2004 წელს ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი - 1986 წელს დაბადებული ა. ბ. თბილისში აიყვანეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე, თბილისში, პეკინის გამზირზე, დ.ო.-სა და ა.ბ.-ს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ა.ბ.-მ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დ.ო.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი დ.ო., მიყენებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2016 წლის 26 მარტს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ა.ბ. დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით და მას პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საგამოძიებო უწყების მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ ბრალდებული გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. 2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ა.ბ.-ს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლის და 9 თვის ვადით პატიმრობა." - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები