ამინდის პროგნოზი

"წვიმა, თოვლი, ძლიერი ქარი, სეტყვა, ღელვა" - როგორი ამინდი იქნება 3-4 აპრილს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3-4 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, შესაძლოა - ძლიერი. სინოპტიკოსები მიზეზად შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებას ასახელებენ.

კახეთის რეგიონში შესაძლოა, სეტყვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე მოსალოდნელია 3 - 4 ბალიანი ღელვა.

"ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია 5 აპრილამდე მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს" - აღნიშნავს გარემოს ეროვნული სააგენტო.

კომენტარები