მუჰამედ ბინ სალმანი

მუჰამედ ბინ სალმანი: ირანის უზენაესი ლიდერი ახლო აღმოსავლეთის ჰიტლერია

მუჰამედ ბინ სალმანი
Reuters

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, მუჰამედ ბინ სალმანმა The Atlantic-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ქვეყნის პოლიტიკაზე, რეფორმებზე, ისრაელთან და ირანთა ურთიერთობაზე და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა.

"მჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერის [აიათოლა ალი ხამენეი] ფონზე ჰიტლერი კარგად ჩანს. ჰიტლერს არ გაუკეთებია ის, რასაც უზენაესი ლიდერი ცდილობს. ჰიტლერმა ევროპის დაპყრობა სცადა. ეს ცუდია. მაგრამ, უზენაესი ლიდერი მსოფლიოს დაპყრობას ცდილობს. ორივე მათგანი ბოროტია. ის [აიათოლა ალი ხამენეი] ახლო აღმოსავლეთის ჰიტლერია." თქვა მან.

შეკითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ ებრაელ ხალხს საკუთარი სახელმწიფოს ქონის უფლება აქვს მან შემდეგნაირად უპასუხა:

"მჯერა, რომ ყველა ხალხს, ყველგან, აქვს უფლება იცხოვროს საკუთარ მშვიდობიან სახელმწიფოში. მე მჯერა, რომ პალესტინელებს და ისრაელის მოქალაქეებს უფლება აქვთ ჰქონდეთ საკუთარი მიწა. მაგრამ ჩვენ უნდა გვქონდეს სამშვიდობო შეთანხმება, რათა უზრუნველვყოთ სტაბილურობა ყველასათვის და ნორმალური ურთიერთობები." "ჩვენ გვადარდებს იერუსალიმში არსებული წმინდა მეჩეთის ბედი და პალესტინელი ხალხის ბედი."

"ბოროტების სამკუთხედში [ირანი, მუსლიმის ძმები და ტერორისტული დაჯგუფებები და თურქეთი] მათ სურთ მუსლიმებით მანიპულირება, მათთვის საკუთარი მოვალეობების სწავლება, რომ მათი, როგორც მუსლიმების ღირსება მუსლიმური იმპერიის აღორძინებას საჭიროებს." .... "საუდის არაბეთი, ეგვიპტე, იორდანია, ბაჰრეინი, ომანი, ქუვეითი, გაერთიანებული საამიროები, იემევნი - ყველა ეს ქვეყანა იცავს სახელმწიფოების დამოუკიდებლობას და იდეას, რომ თითოეული სახელმწიფო საკუთარ ინრეტესებზე უნდა იყოს ორიენტირებული, კარგი ურთიერთობების დამყარებაზე და დაფუძნებული უნდა იყოს გაეროს პრინციპებზე. ბოროტების სამკუთხედს ეს არ სურს."

მუჰამედ ბინ სალმანმა რელიგიის საკითხებზეც ისაუბრა.

"ვერავინ განსაზღვრავს ვაჰაბიზმს. ვაჰაბიზმი არ არსებობს. ჩვენ არ გვჯერა, რომ ვაჰაბიზმი გვაქვს. ჩვენ, საუდის არაბეთში, გვაქვს სუნიზმი და შიიზმი."

იემენის კონფლიქტზე საუბრისას საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ თქვა:

"ხანდახან, ახლო აღმოსავლეთში კარგი და ცუდი გადაწყვეტილებები არ გვაქვს. ხანდახან გვაქვს ცუდი გადაწყვეტილებები და უარესი გადაწყვეტილებები. ხანდახან, ჩვენ ცუდი ვარიანტის არჩევა გვიწევს."

კომენტარები