დაპირისპირება პარლამენტში

"შე ნაბოზვარო" - კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს გაჩეჩილაძე და ვაშაძე დაუპირისპირდნენ

"შე მართლა ნაბოზვარო" - დღეს პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს ქართული ოცნება - მწვანეების დეპუტატი გია გაჩეჩილაძე და "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე დაუპირისპირდნენ. 

გაჩეჩილაძემ და ვაშაძემ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

კომიტეტზე დაბა კაზრეთში შექმნილი ვითარება განიხილებოდა და აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ კომიტეტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მივიდა.

დაპირისპირება გია გაჩეჩილაძის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც თქვა, რომ უხარია, რომ კომიტეტზე ვაშაძეცაა და პოლიტიკოსს იუსტიციის მინისტრის მოადგილეობის პერიოდი გაახსენა, რამაც "ახალი საქართველოს" ლიდერის უკმაყოფილება გამოიწვია. 

ნახეთ ვიდეო 

კომენტარები