პრეზიდენტის ანგარიში

გიორგი მარგველაშვილი წლიური ანგარიშით პარლამენტში 2 მაისს წარდგება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წლიური ანგარიშით საკანონმდებლო ორგანოს წინაშე 2 მაისს წარდგება. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტის ხელმძღვანელობას შორის კონსულტაციები შედგა.

რეგლამენტის მიხედვით პრეზიდენტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე წარადგენს ხოლმე წლიურ ანგარიშს. საგაზაფხულო სესია 6 თებერვალს გაიხსნა.

კომენტარები