აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში 17 წლის ოპოზიციონერი აქტივისტი დაიკარგა

Fatimə Mövlamlı

აზერბაჯანში 17 წლის აქტივისტი, ფატიმა მოვლანლი დაიკარგა. ის 31 მარტს ოპოზიციურ აქციაში მონაწილეობდა და სწორედ აქციის დასრულების შემდეგ გაუჩინარდა.

ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას თქმით, გოგონას ოჯახმა დაკარგულის ადგილმდებარეობის შესახებ არაფერი იცის. მისივე ცნობით, სამთავრობო მედია ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, რომ გოგონა მაშინ დააკავეს, როდესაც კაფეში სექსი ჰქონდა. 

"რა თქმა უნდა, ის პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული. ეს მთავრობის მხრიდან მორიგი აღმაშფოთებელი პროვოკაციაა. გოგონა კვლავ დაკარგულია. მისმა ოჯახმა კვლავ არ იცის, რა ხდება მის თავს. არ შეიძლება არასრულწლოვნის დაკავება მისი ოჯახის ნებართვის ან მათთვის შეტყობინების გარეშე. ის მართლაც კაფეში რომ დაეკავებინათ, ოჯახის წევრებს ამის შესახებ ეცოდინებოდათ. აქციამდე რამდენიმე დღით ადრე ის პოლიციაში დაიბარეს ალიევის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში მონაწილეობისა და პლაკატების გავრცელებისთვის წარწერით "იცნობდეთ თქვენს დიქტატორს", - წერს ისმაილოვა. 

 

კომენტარები