სროლა youtube-ს შენობაში

Youtube-ს სათაო ოფისში სროლა იყო, არიან დაშავებულები

REUTERS

კალიფორნიაში, Youtube-ს სათაო ოფისში მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირე, 4-5 ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

პოლიციის განცხადებით, მათ რეაგირება "აქტიურ სროლაზე" მოახდინეს. სამართალდამცავები მოსახლეობას მიმდებარე ტერიტორიებზე სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ. ადგილზე მობილიზებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

Youtube-ს თანამშრომლები ტვიტერზე წერენ, რომ შენობაში პანიკა იყო და ადამიანების ნაწილი ტერიტორიის დატოვებას ცდილობდა.

კომენტარები