საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

ომბუდსმენის კანდიდატი პარლამენტმა საზ. მაუს. სამეურვეო საბჭოს წევრად დაამტკიცა

სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატი იზაბელა ოსიპოვა პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად დაამტკიცა. ოსიპოვას მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭირა, მხოლოდ ერთი იყო წინააღმდეგი. 

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის კანდიდატი ზვიად დევდარიანი ქალთა მოძრაობამ და რამდენიმე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, მან კანდიდატურა მოხსნა.

დღევანდელ სხომაზე ასევე აირჩიეს უმცირესობის კანდიდატი ნინია კაკაბაძე, რომელსაც წინა სხდომაზე პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. პარლამენტმა უკვე აირჩია უმრავლესობის და აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატები.

კომენტარები