საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

ფოფხაძე: ქართული ოცნებიდან არაფრის გაგონება არ მინდა, საერთოდ არ მინდა არაფერი

facebook.com/parliamentgeo

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე ტაბულასთან არ აკონკრეტებს, მართლაც დატოვებს თუ არა ქართულ ოცნებას. დეპუტატმა on.ge-ს უთხრა, რომ შესაძლოა პარტიიდან წასვლა გადაიფიქროს. 

"ვერაფერს ვერ გეტყვით, რაც არის განცხადება, იმით იხელმძღვანელეთ. არანაირ დამატებით კომენტარს არ ვაკეთებ, მივდივარ ჩემთან ბორჯომში და ვიქნები სააღდგომოდ ჩემთვის. მე შეიძლება ისიც გადავიფიქრო, რომ სიცოცხლეს აქვს აზრი. მე რა ვიცი, რა ხასიათზე ვიქნები ხვალ. არანაირი კომენტარის გაკეთება არ მინდა, ქართული ოცნებიდან არაფრის გაგონება აღარ მინდა საერთოდ, საერთოდ არ მინდა არაფერი, ვაფშე არაფერი არ მინდა. მაპატიეთ", - უთხრა ფოფხაძემ ტაბულას.

ფოფხაძემ ქართული ოცნებიდან წასვლის შესახებ დღეს, მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტმა  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძე დაამტკიცა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის ქართული ოცნების წევრებიც იყვნენ.

გედევან ფოფხაძემ დღეს თქვა, რომ "არ სურს, იმ გადაწყვეტილების თანამონაწილე იყოს, რომლითაც პატრიარქის და მართლმადიდებელი ეკლესიის მაგინებელი ადამიანი ხდება საზოგადოებრივის საბჭოს წევრი".

კომენტარები