საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

მდინარაძე ფოფხაძის წასვლაზე: მისი გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი და შეცდომა

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გედევან ფოფხაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უმრავლესობიდან წასვლასთან დაკავშირებით არის ნაჩქარევი და არასწორი. 

"გედევან ფოფხაძის, ჩვენი თანაგუნდელის, ეს გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი, შეცდომა და არასწორი,"- თქვა მდინარეძემ.

მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ მას პირადად ნინია კაკაბაძისთვის მხარი არ დაუჭერია. მისი თქმით, უმრავლესობის წევრებმა გადაწყვიტეს, უმცირესობისთვის კვოტის უფლება არ წაერთმიათ.

"მე მხარი არ დამიჭერია ნინია კაკაბაძისთვის, მაგრამ უმრავლესობის ნაწილმა გადაწყვიტა, ეს საშუალება არ წაერთმია უმცირესობისთვის. მხოლოდ ამ არგუმენტის გამო უმრავლესობის დატოვება მიმაჩნია შეცდომად და არასწორ გადაწყვეტილებად,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გედევან ფოფხაძემ ქართული ოცნებიდან წასვლის შესახებ დღეს, მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტმა  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძე დაამტკიცა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის ქართული ოცნების წევრებიც იყვნენ.

კომენტარები