ავსტრია

ავსტრია მუსლიმებისათვის ბაღსა და სკოლაში თავსაბურავის ტარების აკრძალვას აპირებს

სებასტიან კურცი და ჰაინც-კრისტიან შტრახე
Reuters

ავსტრიის მემარჯვენე სამთავრობო კოალიცია ბაღებში და დაწყებით სკოლებში გოგონებისათვის თავსაბურავის ტარების აკრძალვას აპირებს.

მათი თქმით ეს იმ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლას ემსაუხრება, რასაც ზოგი მუსლიმი ავსტრიის კულტურისათვის წარმოადგენს.

"ჩვენს მიზანს წარმოადგენს დავუპირისპირდეთ ავსტრიაში ნებისმიერ პარალელურ საზოგადოებრივ განვითარებას. გოგონების მიერ ბაღში და დაწყებით სკოლაში თავსაბურავის ტარება კი ამის ნაწილია." თქვა ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა.

გადაწყვეტილების დაკანონების შემთხვევაში 10 წლამდე გოგონებს თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ. კანონის მისაღებად მათ პარლამენტში ხმათა ორი მესამედის მიღება დასჭირდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად მუსლიმი გოგონები გარდატხის ასაკამდე თავსაბურავს არ ატარებენ, კურცმა ვიცე-კანცლერ ჰაინც-კრისტიან შტრახესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ მიერ წამოწეული საკითხი სკოლებში ძალიან პრობლემურია.

"ეს მზარდი ფენომენია. რამდენიმე ათწლეულის წინ ავსტრიაში ეს არ გვქონდა და ახლა ეს ძირითადად ისლამურ საბავშვო ბაღებში გვხვდება, თუმცა არის ამის შემთხვევები საჯარო დაწესებულებებშიც, ვენასა და სხვა ქალაქებში." თქვა კურცმა.

წინა სამთავრობო კოალიციამ მუსლიმ ქალებს საჯარო სივრცეებში სახის დაფარვა აუკრძალა, თუმცა მათ ჰიჯაბის ტარების უფლება დაუტოვეს.

კომენტარები