ტყიბულის შახტა

საქნახშირი მუშების დაღუპვაზე: სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ტექნოგენურ კატასტროფას

bpn.ge

ტყიბულის შახტაში დაღუპულ მუშებთან დაკავშირებით საქნახშირი განცხადებას ავრცელებს. კომპანია ვარაუდობს, რომ მომხდარი ტექნოგენურ კატასტროფას უკავშირდება. განცხადებაში ასევე წერია, რომ მიუხედავად კომპანის ძალისხმევისა ზედმიწევნით შესრულდეს შრომის უსაფრთხოების ნორმები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.

"2018 წლის 5 აპრილს დახლოებით 03:50 საათზე დასავლეთ მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში +300 ჰორიზონტზე, სავარაუდოდ, მოხდა სამთო დარტყმა - გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება. წინასწარი შეფასებით, წარმოქმნილი ჰაერის დარტყმითი ტალღა ამავე უბნის კაპიტალურ გვირაბებში გავრცელდა. დაშავებული მეშახტეებიდან ორი ამჟამად გადაყვანილია ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მესამე მეშახტე იმყოფება ტყიბულის საავადმყოფოში, სადაც მათ უტარდებათ ყველა აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევა და უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. მიუხედავად კომპანის ძალისხმევისა ზედმიწევნით შესრულდეს შრომის უსაფრთხოების ნორმები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, რადგან, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ტექნოგენურ კატასტროფას, რამაც გამოიწვია სავალალო შედეგი. შექმნილია მოკვლევის ჯგუფი, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, რომელიც დაადგენს ამ ტრაგიკული შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს.თავის მხრივ, ,,საქნახშირი“ სრულ მზად ყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ხელი შეუწყოს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას. კიდევ ერთხელ, გულწრფელად გამოვხატავთ თანაგრძნობას ამ მძიმე ადამიანური ტრაგედიის გამო." - წერია საქნახშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომპანია სამძიმარსა და თანადგომას უცხადებს გამო დაღუპული მეშახტეების ოჯახებს.

წუხელ გვიან ღამის ტყიბულის შახტაში ჭერის ჩამონგრევის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. 

კომენტარები