საქართველოს მთავრობა

კალაძე: თეთრი ფერის ავტომობილები შევუკვეთეთ, შავ ფერზე უარის თქმა მისასალმებელია

თბილისის მერია

კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია ტენდერის საფუძველზე თეთრი ფერის ავტომობილებს შეიძენს. პირველი არხის ცნობით, კალაძემ აღნიშნა, რომ მთავრობის დადგენილება, შავი ფერის მანქანების შესყიდვის აკრძალვის შესახებ, მისასალმებელია.

“ჩვენ ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა გვაქვს დაანონსებული და ამ რეფორმის ფარგლებში ვყიდულობთ დამატებით ავტომობილებს. უკვე დამთავრებულია ტენდერი და შეკვეთილი გვქონდა თეთრი ფერის ავტომობილები. ზოგადად შავი ფერის ავტომობილებზე უარის თქმა, რომელიც მთავრობამ მიიღო, რა თქმა უნდა, მისასალმებელია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 მარტის დადგენილებით, ყველა სახელმწიფო უწყებას შავი ფერის ავტომობილების ყიდვა აეკრძალა. შესაბამისი ქვეპუნქტი 2014 წლის 5 თებერვლის დადგენილების დანართის პრეამბულას დაემატა. 

კომენტარები