ავსტრია

კურცი: ავსტრია რუს დიპლომატებს ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობის გამო არ გააძევებს

ავსტრიის კანცლერის, სებასტიან კურცის თქმით ავსტრია ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო რუსი დიპლომატების გაძევებაზე უარს ამბობს, რადგაც ქვეყანა რუსეთთან ტრადიციულად კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს.

"ევროკავშირის ქვეყნების ერთ მესამედს რუსი დიპლომატები არ გაუძევებია და ჩვენც მათ შორის ვართ. საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება არ გავაძევოთ დიპლომატები, რადგან რუსეთთან ტრადიციულად კარგი ურთიერთობები გვაქვს და ნეიტრალური ქვეყანა ვართ და გვაქვს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების სათაო ოფისები, როგორებიცაა გაერო და ეუთო." "ყოველ დღე ასობით დიპლომატი ატარებს მოლაპარაკებებს ვენაში, ნეიტრალურ ტერიტორიაზე და ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი როლი ხიდების მშენებლობაში. ჩვენ შეგვეძლო სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება, ამისათვის განსხვავებული არგუმენტები არსებობს, თუმცა მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ." თქვა მან Puls4 TV-ზე საუბრისას.

სებასტიან კურცმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად ავსტრიამ მოსკოვიდან კონსულტაციებისათვის ელჩი გამოიწვია.

"ამ ჟესტით დავგმეთ რუსეთი და სოლიდარობა გამოვუცხადეთ გაერთიანებულ სამეფოს." თქვა მან.

კომენტარები