შეჯიბრი იმიტირებულ სასამართლო პროცესში

თსუ-ს სტუდენტთა გუნდი იმიტირებული სასამართლოს შეჯიბრზე 124-დან 32 გუნდში მოხვდა

0 კომენტარი
ფოტო: თსუ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა გუნდი ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრის მომდევნო ეტაპზე გადავიდა. შეჯიბრება ვაშინგტონში მიმდინარეობს. 

96 ქვეყნის 124 გუნდიდან თსუ-ს გუნდი შერჩეულ 32-ს შორის მოხვდა.

შეჯიბრის ამ ეტაპზე საქართველოსთან ერთად მონაწილეობენ: ბელგიის, ბრაზილიის, კანადის, ჩილეს, გერმანიის, ჰონგ კონგის, უნგრეთის, ინდონეზიის, ირლანდიის, იამაიკის, მექსიკის, ფილიპინების, სამხრეთ აფრიკის, თურქეთის თითო გუნდი, ასევე ავსტრალის 2, ინდოეთის 4, რუსეთის 4 და აშშ-ის 6 გუნდი. 

გუნდის ხელმძღვანელი თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი თამთა ზაალიშვილია, წევრები კი მაგისტრანტები: ნინო გოშხეთელიანი, ნანუკა ყრუაშვილი, თამთა შამათავა და გიორგი ბაიძე არიან. 

შემდეგი ტური ვაშინგტონში რამდენიმე საათში დაიწყება. მასში წარმატებულად ასპარეზობის შემთხვევაში თსუ გუნდი მერვედფინალში გადავა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები