მოდა

მოდელების პირველი კასტინგები ჟურნალ VOGUE-ში - რას იხსენებენ ისინი

Vogue.com

დღეისთვის მსოფლიოსთვის უკვე ცნობილმა მოდელებმა, ჟურნალ Vogue-ში მათ პირველ კასტინგებზე ისაუბრეს.

ადრიანა ლიმა, კარლი კლოსი და ლიუ ვენი ვოგთან საუბარში იხსნებენ, რას გრძნობდნენ მაშინ, როდესაც მოდის უდიდეს ჟურნალში კასტინგზე მიდიოდნენ.

ადრიანა ლიმა

მე ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ამავდორულად ამაყი ვიყავი. ვფიქრობდი - აქ როგორ მოვხვდი? როგორ შეძლო ბრაზილიის პატარა ქალაქიდან, ჯინსებით, უბრალო მაიკითა და ჩუსტებით წამოსულმა გოგომ, ვოგის დიდი შუშის კარის შეღება? მე არ ვიცოდი ეს როგორ მოხდა, მაგრამ ვიცოდი, რომ უკვე იქ ვიყავი და ეს შესანიშნავი იყო. მითხრეს, რომ უბრალოდ უნდა მცმოდა. უბრალოდ ტანსაცმელი, უბრალო მაკიაჟი. არც კი მახსოვდა რა მეცვა, სანამ სურათი არ ვნახე. მეცვა მოკლე მაიკა, ჯინსები და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები, მაკიაჟი თითქმის არ მესვა. ვისურვებდი, რომ კასტინაგამდე ღამე გამომეძინა. კასტინგამდე ერთი დღით ადრე ჩემს აგენტს შევხვდი, ჯანსაღი საკვები ვჭამე, ღამე სახლში გამაჯანსაღებელი სახის ნიღაბით გავატარე. მთელი ღამე გავათენე და შემდეგ კასტინგზე წავედი. მინდა სხვა დამწყებ მოდელებს ვურჩიო, რომ იყვნენ დარწმუნებულები საკუთარ შესაძლებლობებში. მე ერთხელ მითხრეს - "იყავი უბრალო და გამორჩეული. დაანახე ხალხს შენი ინდივიდუალურობა და დაე, მან იბრწყინოს".

კარლი კლოსი

 

მახსოვს პირველი შეხვედრა ვოგში 2008 წელს იყო. ძალიან ვნერიუვლობდი კასტინგზე და რედაქტორთან შეხვედრაზე. მახსოვს, ბებიასთან ერთად სასტუმროში ვიყავი გაჩერებული. კასტინგის წინა დღეს სვიტრი ვიყიდე, ძალიან ვნერვიულობდი, არა მხოლო პოლაროიდის სურათის გადაღებაზე, არამედ მთელ კასტინგზე, არ ვიცოდი რა ჩამეცვა. თუმცა ვიცოდი, რომ ვოგში მისვლა ძალიან დიდი ნაბიჯი იყო, რადგან ვოგი ლეგენდარული გამოცემა, ადგილი და ჟურნალია. ის სვიტრი ჩავიცვი, რომელიც წინა დღეს ვიყიდე, ძალიან მოტკეცილი ჯინსები მეცვა, ახლა აღარც მეტევა. ვფიქრობ, რომ კასტინგზე ყოველთვის უბრალოდ უნდა გეცვას, კიდევ კარგი ზუსტად ეს არის ჩემი სტილიც. მახსოვს, რომ ვაგვიანებდი კასტინგზე. ტაქსში ჩავჯექი და ჩემს აგნეტს დავურეკე, რომ ანა ვინტურთან [ამერიკული ვოგის რედაქტორი] შეხვედრაზე ვაგვიანებდი. ზუსტად ვიცოდი, რომ ანა ვინტურს ვერ გავიცნობდი, თუმცა ამის მიუხედავად ვაცნობიერებდი, რომ ვოგში დაგვიანებ არ იქნებოდა კარგი. 15 წუთით დავაგვიანე და მეგონა, რომ სამყარო ამით დასრულდა. თუმცა, ჩემი დაგვიანება ვერც შენიშნეს. ჩემთვის, პირველი კასტინგის ტანსაცმელი - ფერაგამოს ჩექმები, ჯინსი და სვიტრი არის სუპერმენის ტანსაცმელი. თავს ძალიან კომფორტულად და დარწმუნებულად ვგრძნობდი. თუ ფიქრობთ, რომ კომ დე გაღსონის [Comme des Garçons] მაისური გაგრძნობინებთ ასე თავს, ჩაიცვით ის. დამწყებ მოდელებს მინდა ვუთხრა, რომ მთავარი ის არ არის რა გაცვიათ, მთავარია როგორ იხდენთ იმას რაც გაცვიათ.

 

ლიუ ვენი

 

ძალიან აღელვებული და განერვიულებული ვიყავი. უფრო მეტად ის მაღელვებდა, რომ ვხვდებოდი ეს იყო შანსი ყველასთვის ცნობილი გავმხდარიყავი. მე ჯერ კიდევ უცნობი ვიყავი, როდესაც ვოგის პოლაროიდი გადავიღე. კასტინგის წინ, მთელი ღამე ვარჩევდი რა ჩამეცვა, არ მქონდა არანაირი განსაკუთრებული იდეა, უბრალოდ მინდოდა კომფორტულად ვყოფილიყავი. ძალიან უბრალოდ - მაიკით და ჯინსებით მივედი. კასტინგზე მისულმა დავინახე, რომ ყველა დაკავებული იყო და მეგონა, რომ ამ ხალხს ყოველდღიური მუშაობის რუტინა და რითმი დავუნგრიე. შემდეგ გადავწყვიტე, რომ უბრალოდ ჩემი თავი ვყოფილიყავი, ისეთი როგორიც ვარ. კასტინგმა კარგად ჩაიარა, ოფისი ძალიან აღელვებულმა დავტოვე. დამწყებ მოდელებს ვურჩევ, რომ უბრალოები და საკუთარი თავები იყვნენ, რადგან კასტინგის დირექტორები მაშინვე არჩევენ სინამდვილეში როგორი ადამიანი ხარ. არ დაგავიწყდეთ მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები! გამოაჩინეთ თქვენი ინდივიდუალურობა და უნიკალურობა.

კომენტარები