ვანო მერაბიშვილის საქმე

მთავრობამ ვანო მერაბიშვილს კომპენსაციის სახით 4 ათასი ევრო გადაუხადა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განკარგულების მიხედვით, ვანო მერაბიშვილს მიყენებული მორალური ზიანის საკომეპენსაციოდ 4,000 ევრო გადაეცა. ექსპრემიერის ადვოკატის ინფორმაციით, მერაბიშვილისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 2018 წლის თებერვალში მოხდა. მერაბიშვილისთვის ამ თანხის კომპენსაცია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო.

ადვოკატის თქმით, მორალური ზიანის ანაზღაურება არ ნიშნავს, რომ საქართველომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება აღასრულა, რადგანაც ამ გადაწყვეტილების აღსრულება ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაა. 

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2018 წლის 23 მარტს მიიღო გადაწყვეტილება ამ საქმის დაჩქარებული წესით აღსრულების შესახებ. 

როგორც წესი მინისტრთა კომიტეტი საქმეების სტანდარტული წესით აღსრულების გადაწყვეტილებას იღებს. დაჩქარებული აღსრულების წესს ირჩევენ მხოლოდ მაშინ, როდესაც - სასწრაფოდ მისაღებია ინდივიდუალური ზომები და საქმე გვაქვს მნიშვნელოვან სისტემურ პრობლემებთან.

ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 2017 წლის 28 ნოემბერს გამოიტანა. გადაწყვეტილების მიხედვით, ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) კავშირში მე-18 მუხლი დაირღვა (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები). ასევე, სასამართლოს დასკვნით, მერაბიშვილის მიმართ სულ მცირე 2013 წლის 25 სექტემბრიდან დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიც, რადგან მათი გადაწყვეტილებით, არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები