გლოვის დღე

სამთავრობო შენობებზე დროშები დაშვებულია - 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა

მთავრობის ადმინისტრაცია

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 6 აპრილი ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

დროშები დაუშვეს პარლამენტის ძველ და ახალ შენობებზე და პრეზიდენტის სასახლეზე.

გუშინ გამთენისას ტყიბულში, მინდელის შახტაში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა.

კომენტარები