ხანძარი კიევის ქუჩაზე

თბილისში, კიევის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა

თბილისში, კიევის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 70 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი იორდანიის მოქალაქეა. 

კიევის ქუჩაზე სახლში ხანძარი დღეს დილით გაჩნდა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს. დამწვარია 200 კვ მეტრი ფართობი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები