ქურდობა

წალენეჯიხაში 3 სახლის გაქურდვისთვის სამი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

წალენეჯიხაში 3 სახლის გაქურდვისთვის სამი ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრის ონფორმაციით, დაკავებულებმა ქურდობა 29 მარტს ჩაიდინეს. 

დაკავებულები 1990 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ს, ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული ლ.ჯ. და 1998 წელს დაბადებული ი.ე. არიან.

სამართალდამცველებმა მოპარული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში ამოიღეს. ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული ი.ე.-ს კუთვნილი მანქანაც, რომლითაც დანაშაულებრივი ჯგუფი გადაადგილდებოდა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

კომენტარები