უბედური შემთხვევა

აზერბაიჯანი საქართველოს მეშახტეთა დაღუპვისთვის უსამძიმრებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ის მეშვეობით, საქართველოს მეშახტეთა დაღუპვისთვის უსამძიმრებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ მინდელის შახტში გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ისევე როგორც მეზობელი და მეგობარი ქვეყნის ხალხსა და მთავრობას. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", - წერია განცხადებაში.

ტყიბულში, კომპანია საქნახშირის კუთვნილ შახტაში გუშინ გამთენიისას ჭერი ჩამოინგრა, შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. წინასწარი ვერსიით შემთხვევა ე.წ. სამთო დარტყმამ გამოიწვია. შემთხვევის მიზეზებს დეტალურად საგამოძიებო უწყებები სწავლობენ.

პრემიერმინისტრის განკარგულებით 6 აპრილი გლოვის დღედ არის გამოცხადებული, დაშვებულია საქართველოს დროშები.

კომენტარები