საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

მარიამ ჯაში ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის გამო საზოგადოებას პატიებას სთხოვს

პარლამენტი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ნინია კაკაბაძის მხარდაჭერასთან დაკავშირებით საზოგადოებას პატიებას თხოვს. მან ამის შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძე 4 აპრილს დაამტკიცა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის ქართული ოცნების წევრებიც იყვნენ. 

კაკაბაძის არჩევა ქართული ოცნების დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ გააპროტესტა და ამის გამო უმრავლესობიდან წასვლა გადაწყვიტა. მისი თქმით, "შვიდეულის კვირაში ასეთი რამის გაკეთება არის ყველა მართლმადიდებლის სულში ჩაფურთხება. იმიტომ , რომ პატრიარქის მაგინებელი ქალბატონი არ უნდა იღებდეს პარლამენტში ხმებს არასდროს."

კომენტარები