მსოფლიო

"ტრამპ თაუერში" გაჩენილი ცეცხლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

Reuters

ნიუ-იორკში, "ტრამპ თაუერში" გაჩენილი ცეცხლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 4 მეხანძრე.

სამაშველო სამსახურის განცხადებით, დაღუპული მამაკაცი შენობაში მუშაობდა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

BBC-ის ინფორმაციით, ცეცხლი "ტრამპ თაუერის" 50-ე სართულზე გაჩნდა, სადაც ბინები და ოფისებია განთავსებული.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

"ტრამპ თაუერში" ძლიერი დაკვამლიანება გუშინ, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე შეცვალეს.

კომენტარები