ოკუპაცია

სოფელ აძვიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული ორი მოქალაქე გაათავისუფლეს

გორის რაიონის სოფელ აძვიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული ორი მოქალაქე გათავისუფლებულია.

ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

"მათ გასათავისუფლებლად ყველა ბერკეტი იქნა გამოყენებული. სუს-ის მიერ ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია", - აცხადებენ უწყებაში.

გორის რაიონის სოფელ აძვიდან რუსმა ოკუპანტებმა ორი მოქალაქე გუშინ გაიტაცეს.

კომენტარები