სირიის კონფლიქტი

სირიაში სამხედრო აეროპორტის აფეთქების შედეგად, ათობით ადამიანი გარდაიცვალა

აღმოსავლეთ ღუტა, სირია
Getty Images

სირიაში სამხედრო აეროპორტზე თავდასხმისა და აფეთქების შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 
აფეთქება დღეს, 9 აპრილს თიას ბაზასთან ახლოს მოხდა, რომელიც T4-ის სახელითაა ცნობილი.

სირიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აფეთქებაში დასავლეთია ჩართული. აშშ და საფრანგეთი აფეთქების ფაქტს გამოეხმაურნენ, თუმცა ამაში რაიმე ფორმით მონაწილეობა უარყვეს. 

"სირიაში ქიმიური თავდასხმის შედეგად ბევრი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ქალები და ბავშვებიც. ტერიტორიას, სადაც ეს მოხდა, სირიის ჯარი იცავს, რითიც შეუძლებელს გარესამყაროსთვის მასთან მიახლოებას. პრეზიდენტი პუტინი, რუსეთი და ირანი არიან პასუხისმგებლები იმაზე, რომ ცხოველ ასადს ზურგს უმაგრებენ. ძვირი დაგიჯდებათ. დაუყონებლივ გააღეთ ქალაქზე მისადგომი გზები იმისათვის, რომ სამედიცინო დახმარების შემოტანა შესაძლებელი გახდეს. კიდევ ერთი ჰუმანიტარული კატასტროფა, რომელსაც მიზეზი არ აქვს. ავადმყოფობაა,"- წერს ტრამპი. 

კომენტარები