რასიზმი

შსს-მ შავკანიანი სტუდენტების ცემის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შავკანიანი სტუდენტების ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. 

გუშინ საღამოს თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე შავკანიანი სტუდენტები საფეხბურთო მოედნიდან გააძევეს და სცემეს. უცხოელი სტუდენტი, რომელმაც facebook-ის პირად გვერდზე ძალადობის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, წერს, რომ მოძალადეები მათგან ქვეყნის დატოვებას მოითხოვდნენ, რადგან ისინი შავკანიანები იყვნენ. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ კი დანებითა და ქვებით გამოეკიდნენ. მისივე თქმით, პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ, სამართალდამცველებმა მათ მომხდარის დავიწყება ურჩიეს და არავინ დააკავეს.

"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა რასიზმის დასამარცხებლად," - წერს სტუდენტი.

კომენტარები