სუს-ის ანგარიში 2017

სხდომა, რომელზეც ლილუაშვილი სუს-ის 2017 წლის ანგარიშს წარადგენს, დაიხურა

პარლამენტი

პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც სუს-ის უფროსის მოადგილე უწყების 2017 წლის ანგარიშს წარადგენს, დაიხურა. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, გრიგოლ ლილუაშვილის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხებზეც ისაუბრებს, რომელთა საჯაროდ განხილვაც მიზანშეწონილი არ არის. 

საპარლამენტო უმცირესობამ სესიაშვილს სხდომის ნაწილობრივ დახურვა შესთავაზა - კითხვების ღია ფორმატში დასმა, მათ ნაწილზე პასუხების დროს კი დახურვა, თუმცა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეს წინადადება არ გაითვალისწინა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2017 წლის ანგარიში გასულ კვირას გამოაქვეყნა. მასში საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ არის საუბარი. 

კომენტარები