მუსიკა

ლინდსი ბაკინგემი Fleetwood Mac-ს ტოვებს

ლინდსი ბაკინგემი Fleetwood Mac-იდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ The Rolling Stone წერს. მიზეზი, სავარაუდოდ, ჯგუფის მოახლოებულ ტურთან დაკავშირებული უთანხმოება იყო.

განცხადების თანახმად, ტურში ბაკინგემს მაიკ კემპბელი (Tom Petty and The Heartbreakers) და ნილ ფინი (Crowded House) ჩაანაცვლებენ.

"Fleetwood Mac-ი ყოველთვის კრეატიული რევოლუცია იყო. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ ტურს, რათა ეს ტრადიცია გავაგრძელოთ. ჯგუფი ლინდსის ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს" - ნათქვამია განცხადებაში.

Fleetwood Mac ბრიტანულ-ამერიკული როკ ჯგუფია. ის 1967 წელს შეიქმნა და მას შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით, 100 მილიონ ჩანაწერზე მეტი გაყიდა.

1998 წელს ჯგუფის რჩეული წევრები როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ჯგუფმა Brit Awards-ზე ჯილდო მუსიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის აიღო.

ლინდსი ბაკინგემი, რომელიც fleetwood mac-ის ვოკალისტი და გიტარისტი იყო, ჯგუფის წევრი 1974 წელს გახდა. ბაკინგემმა ჯგუფი პირველად 1987 წელს დატოვა. ის Fleetwood Mac-ს 1996 წელს დაუბრუნდა.

 

კომენტარები