youtube

Youtube-ზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა, წაშლილია დესპასიტო და სხვა ათობით ვიდეო

youtube

განახლება 16:22-ზე: Youtube-მა ვიდეოს პირვანდელი სახით აღდგენა შეძლო. მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ ბმული.

 

ონლაინ სტრიმინგ საიტ Youtube-ზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა. წაშლილია ყველაზე მეტი ნახვის მქონე ვიდეო დესპასიტო, რომელსაც 5 მილიარდზე მეტი ნახვა ჰქონდა.

Vevo-ს ოფიციალური გვერდიდან ასევე წაშლილია ტელორ სვიფტის, სელენა გომესის დრეიკისა და სხვა არტისტების სიმღერები. ეს Youtube-ის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი თავდასხმაა.

წაშლილი Despasito

შეცვლილია ვიდეოს თამბნეილიც

ჰაკერებმა, რომლებიც თავიან თავს Prosox-სა და Kuroi'sh-ს უწოდებენ ვიდეოს ქვეშ დაწერეს:

"თავისუფლება პალესტინას"

თავდაპირველად ჰაკერებმა ვიდეოს სათაური შეცვალეს, შემდეგ კი სრულად წაშალეს

 

კომენტარები