უკრაინა

პოროშენკო: აშშ-ის შემდეგ რუს ოლიგარქებს სანქციებს უკრაინაც დაუწესებს

პეტრო პოროშენკო
Reuters

უკრაინის პრეზიდენტის, პერტო პოროშენკოს განცხადებით აშშ-ის შემდეგ რუს ოლიგარქებს სანქციებს უკრაინაც დაუწესებს. ამ ოლიგარქებს შორის იქნება ოლეგ დერიპასკაც.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ახალი სანქციების შესახებ 6 აპრილს გამოაცხადა. სანქციები ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ათეულობით რუს ოლიგარქს და კომპანიას შეეხო.

მათ შორის შორის არიან ოლეგ დერიპასკა, კირილ შამალოვი, იგორ როტენბერგი, ვიქტორ ვეკსელბერგი და სხვა.

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ახალი სანქციები პასუხია 2016 წლის აშშ-ის საპრეზეიდენტო არჩევნებში ჩარევაზე, მოსკოვის მტრულ კიბერ თავდასხმებსა და სირიის ომში მონაწილეობაზე.

კომენტარები