კრიმინალი

ვეძისში 4 ადამიანი დაჭრეს, მათგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, მორაგბე ლაშა საჯაიაა

რუსთავი 2

შსს-ის ცნობით, თბილისში, ვეძისის დასახლებაში, დაახლოებით 19:00 საათზე ცეცხლსასროლი იარაღით 4 ადამიანი დაჭრეს. 1998 წელს დაბადებული ზ.ღ., 1996 წელს დაბადებული ლ.ს., 1993 წელს დაბადებული გ.ს. და 1996 წელს დაბადებული გ.ხ. 

ინტერპრესნიუსის ცნობით, ლ.ს მორაგბე ლაშა საჯაიაა. ოთხივე დაჭრილი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ​

შსს-ის განცხადებით, "ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ. პოლიციამ ამოიღო, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის იარაღიდან გასროლილი ტყვიების მასრები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები". 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

კომენტარები