აშშ

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი შიდა უსაფრთხოების საკითხებში, ტომ ბოსერტი გადადგა

Reuters

დონალდ ტრამპის მრჩეველი შიდა უსაფრთხოების საკითხებში ტომ ბოსერტი თანამდებობიდან გადადგა. 

როიტერის ცნობით, მან ეს გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. 

თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი მადლობას უხდის ტომ ბოსერტს ქვეყანისთვის გაწეული სამსახურისთვის. 

"ტომი სათავეში ედგა თეთრი სახლის ძალისხმევას, დაეცვა სამშობლოს უსაფრთხოება იმ საფრთხეებისგან, რაც ტერორისტებისგან მომდინარეობს, გაეძლიერებინა კიბერ-თავდაცვა და ეპასუხა ბუნებრივი კატაკლილზმების დროს არსებული გამოწვევებისთვის", - წერია თეთრი სახლის განცხადებაში. 

ბოსერტი ტრამპის ადმინისტრაციაში პირველი დღიდან მუშაობდა და სწორედ ტერორიზმთან და კიბერ-უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები ებარა.   

კომენტარები