სირია

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადო

Diplomacy24

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა სირიაში ქიმიური შეტევის გამოძიების ახალი მექანიზმის შექმნაზე აშშ-ის რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადო. 

რეზოლუციას მხარი გაერო-ს უშიშროების საბჭოს 12 წევრმა დაუჭირა, ჩინეთმა თავი შეიკავა, რუსეთი და ბოლივია კი წავიდნენ. 

რეზოლუციით აშშ ახალი დამოუკიდებელი მისიის შექმნას ითხოვდა, რომელიც 7 აპრილს, ქალაქ დუმაში მომხდარი ქიმიური შეტევის ფაქტს გამოიძიებდა.

ჩავარდა რუსეთის რეზოლუციაც, რომელიც გამომძიებლებს გაეროს უშიშროების საბჭოსთვის მოხსენებას ავალდებულებდა, რაც შემდგომ შესაძლოა მათი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი გამხდარიყო. 

აშშ-ის ელჩმა გაეროში, ნიკი ჰეილიმ თქვა: 

"ისტორია ამ დღეს დაიმახსოვრებს. რუსეთმა აირჩია მონსტრის დაცვა სირიელი ხალხის სიცოცხლის ხარჯზე. რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს ზიანი მიაყენა".

7 აპრილს დამასკოს გარეუბანში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად სულ მცირე 60 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ბავშვებიც. დაშავდა 1000-ზე მეტი. 

რუსეთი და სირია ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს უარყოფენ.

"ქიმიური თავდასხმა არ მომხდარა", - განუცხადა უშიშროების საბჭოს გაეროში რუსეთის ელჩმა.

ვასილი ნებენზიამ აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი დაძაბულობის შექმნაში, ცრუ ბრალდებებში და მუქარაში დაადანაშაულა. მისი თქმით ოფიციალურმა მოსკოვმა ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ სირიის სამთავრობო ძალებზე თავდასხმას საპასუხო ქმედებები მოჰყვება.

გაეროს 2017 წლის გამოძიების მიხედვით, გასული წლის აპრილში სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის, კონკრეტულად კი ქლორის გაზის გამოყენება დადასტურდა. ქიმიური იარაღის გამოყენებას 20 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, მათ შორის ბავშვები.

წარსულში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ აშშ-მა სირიაში სამხედრო ბაზა დაბომბა.

კომენტარები