რუსული პროპაგანდა

Газпром медиа-ს შვილობილი НТВ-плюс-ი საქართველოში მაუწყებლობის დაწყებას გეგმავს

Vida Press

რუსული ენერგოგიგანტის შვილობილი კომპანია Газпром медиа ქართულ სატელევიზიო ბაზარზე გეგმავს შემოსვლას. ამის შესახებ კომპანია НТВ плюс-მა საკუთარ ვებგვერდზე დაწერა

კომპანია ოპერირების დაწყებას მაუწყებლობის ტრანზიტის, ანუ ფასიანი ტელევიზიის ბაზარზე გეგმავს. კომპანია მომხმარებლისთვის ორი პაკეტის შეთავაზებას გეგმავს, პირველი დაკომპლექტებული იქნება 50 რუსული და საერთაშორისო არხით, მეორე კი 90 რუსული და საერთაშორისო არხით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში НТВ плюс-ის პარტნიორო "მედია ჯგუფია", რომელიც ამ დროისთვის გაზპრომ მედიის 20-მდე არხის რეტლანსლიატორია.

"გეორგრაფიული ექსპანსია ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. საქართველო რა თქმა უნდა გვევლინება ერთ-ერთ პერსპექტიულ ბაზრად, თუმცა ჩვენ საქართველოს კლასიკური გაგებით ბაზრად არ განვიხილავთ, ჩვენთვის ამ ქვეყანაში მაუწყებლობის გავრცელება სოციალური მისიაცაა", - ამბობს НТВ плюс-ის გენერელაური დირექტორი მიხაილ დემინი.

Газпром медиа სახელმწიფოს კუთვნილმა ენერგოგიგანტმა მედიაბაზარზე მთავრობის გავლენის ზრდის მიზნით 2000 წელს დააფუძნა დააფუძნა. 

ტაბულა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან ელის პასუხს აქვს თუ არა რუსულ კომპანიას გავლილი ავტორიზაცია, რათა ქართულ ბაზარზე დაიწყოს მაუწყებლობა.

დღეისთვის ფასიანი ტელევიზიის ბაზრის წილები კომპანიების მიხედვით ასე ნაწილდება:

  1. მაგთიკომი - 260,000 აბონენტი
  2. სილკნეტი - 212,000 აბონენტი
  3. სუპერ ტვ 33,000 აბონენტი

კომენტარები