ტურიზმი

2018 წლის სამ თვეში ტურისტებმა საქართველოში $561,000,000 დახარჯეს

flickr.com

2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოში შემოსულმა უცხოელმა ვიზიტორებმა $561 მილიონი დახაჯრეს. ამ პერიოდში საქართველოში სულ 1,463,561 ვიზიტორი იმყოფებოდა, ეს კი ნიშნავს, რომ თითოეულმა მათგანმა ქვეყანაში საშუალოდ $383 ანუ დღევანდელი კურსით 919 ლარი დახარჯეს.

ეს თანხა 2017 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 28.6%-ით მეტია. 

რამდენი იყო ამ ვიზიტორებში ტურისტი

ამ 1.4 მილიონი ადამიანიდან საქართველოში 24 საათზე მეტხანს 660 ათასი ვიზიტორი დარჩა, ეს კი წინა წელთან შედარებით 28%-ით მეტია. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.

იმას თუ რა თანხას ხარჯავენ უცხოელები ეროვნული ბანკი ითვლის

კომენტარები